LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: “დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებზე მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდა”

52

მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებზე ამ დროის მდგომარეობით არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდა. მისი თქმით, ის გუშინ იმყოფებოდა მამა გიორგის ოჯახის წევრებთან. “ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს, ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს”, – მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

მისვე თქმით, პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ უთხრა მღვდელმთავრებს, რომ პროკურატურამ  თხოვნით მიმართა, თავი შეეკავებინათ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები