LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვები დაიწყო

53

მთავარ პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი დავით გურგენიძე გამოიკითხა. საგამოძიებო უწყება მისგან საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიებით და მასში აღმოჩენილი შესაძლო გაყალბების ფაქტებით დაინტერესდა.

“სიებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, რამდენიმე მოქალაქის მონაცემების სავარაუდო გაყალბებაზე,” – განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით გურგენიძემ. ის ცესკოში „ევროპული საქართველოს” მანდატით არის წარმოდგენილი.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლითაა აღძრული. საუბარია ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ წარმოდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაზე, სადაც პრემიერმინისტრის სავარაუდოდ გაყალბებული ხელმოწერა ფიქსირდება. აღნიშნული პარტია შედის გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია”, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

პოპულალურები