LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარს ვუჭერ “ჯაფარას” საინტერესო იდეას – კალაძე

79

თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება მოხდა.

კალაძეს ამ საკითხზე, საკმაოდ ორიგინალური პასუხი ჰქონდა და ამისთვის ზურაბ ჯაფარიძის “ფეისბუქზე” წამოყენებული ინიციატივა გამოიყენა.

“მე გუშინ ამასთან დაკავშირებით “ფეისბუკზე” სტატუსი დავწერე. დღეს თქვენ დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც “ჯაფარამ” დაწერა. მე მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში,” – განაცხადა კალაძემ.

სოციალურ ქსელში კალაძემ, უფრო კონკრეტული სტატუსი დაწერა და განაცხადა, რომ უსაქმურობა კანონით უნდა იკრძალებოდეს.

“შესაძლოა, მე გამოვიყენე ადმინისტრაციულ რესურსად კობახიძე, კობახიძემ გამოიყენა ადმინისტრაციულ რესურსად კალაძე და ეს ყველაფერი ზურაბიშვილის აგიტაციის ფარგლებში… უსაქმურობა კანონოთ უნდა იკრძალებოდეს!” – წერს კალაძე.

27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

რაც შეეხება “ჯაფარას” საინტერესო იდეას – “გირ­ჩის” საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ, “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე 27 სექტემბერს, დაწერა ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჯაფარიძე ითხოვს, “კონ­სტი­ტუ­ცი­ით აიკ­რძა­ლოს ჭუ­ჭუს წელ­ვა 1 სან­ტი­მეტრზე მეტ მან­ძილ­ზე და დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ სა­კუ­თარ სახ­ლში, ისიც მხო­ლოდ მო­ზარ­დე­ბის არ ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები