LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხევლის წიგნის“ ახალი თიზერი კიდევ უფრო მძაფრი და სასტიკია (ვიდეო)

307

„ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორი სერიალის, „მხევლის წიგნის“ ახალი სეზონის თიზერი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ყველაზე ფემინისტური სერიალის ახალი პრომოს გავრცელება სპეციალურად ქალთა დღეს დაამთხვიეს.  თავად სერიალის ახალი სეზონი ეკრანებზე 25 აპრილს გამოდის, იქამდე კი თიზერი ჰეშტეგით #ResistSister უამრავმა ადამიანმა ნახა.

მეორე სეზონის პირველი თრეილერი ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. ცნობილია, რომ ახალ სეზონში მოვლენები მარგარეტ ეტვუდის რომანის მიხედვით არ განვითარდება. როგორც ტელეშოუს პროდიუსერი ამბობს, ახალი სეზონი მოგვიყვება იმის შესახებ, როგორ შეიქმნა გილეადის რესპუბლიკა. ცნობილია ისიც, რომ მეორე სეზონი პირველზე უფრო მძაფრი და სასტიკი იქნება.

We may be in hell, but we are still the fury. #ResistSister

A post shared by The Handmaid’s Tale (@handmaidsonhulu) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები