LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხევლის წიგნის“ ვარსკვლავის, ელიზაბეთ მოსის ახალი როლი კიდევ უფრო დამაინტრიგებელია –  მსახიობი ახალი დეტექტივის თრეილერში

98
image

სერიალ „მხევლის წიგნის“ ვარსკვლავის, ელიზაბეთ მოსის ახალი როლი კიდევ ურო დამაინტრიგებელია. მსახიობი მონაწილეობას იღებს Apple TV-ის მძაფრსიუჟეტიან დეტექტივში სახელად, „მანათობელი გოგონები“. სერიალის პრემიერა 2022 წლის 29 აპრილს იგეგმება.

ამ ეტაპზე ინტერნეტში გავრცელდა სერიალის „თიზერი“, საიდანაც ჩანს, რომ მაყურებელს საოცარი სერიალი ელოდება. სიუჟეტის მიხედვით, ცნობილ ჟურნალისტს თავს ესხმის სერიული მკვლელი. გოგონა გადარჩება, თუმცა კოშმარიდან გამოსვლის შემდეგ, მანიაკის მოძებნას და მასზე შურისძიებას გეგმავს. პარალელურად, მანიაკი კლავს მთავარი გმირის უახლოეს მეგობარ გოგონებს, რომლებსაც „მანათობელი გოგოების“ სახელით მოიხსენიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები