LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეტ მოსი „კრისტიან დიორის“ ვერცხლისფერ კაბაში (ფოტო)

728

სერიალ „მხევლის წიგნის“ ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი ნიუ-იორკში ალექ როს პერის ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო. „მისი სურნელი“ ასე ქვია ახალ ფილმს, სადაც „ემის“ მფლობელი მოსი მთავარ როლს ასრულებს. ახალ მელოდრამაში მისი პარტნიორები კარა დელევინი, ემბერ ჰერდი და დენ სტივენსი არიან. ფილმი ეკრანებზე 2018 წლის მაისში გამოვის.

ელიზაბეტ მოსი წითელ ხალიჩაზე  ბრწყინავდა „კრისტიან დიორის“ ვერცხლისფერ კაბაში. საღამოს გრძელ კაბას ულამაზესი ორნამენტები ამშვენებდა. თავად ელიზაბეტმა არჩევანი გაშლილ თმასა და მინიმალისტურ მაკიაჟზე გააკეთა. საინტერესოა, რომ ახალი ფილმის პარალელურად, მსახიობი „მხევლის წიგნის“ გადაღებებზე მუშაობას აგრძელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები