LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში საპრეზიდენტოდ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება – კახა კალაძე

46

მმართველ გუნდში საპრეზიდენტოდ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება – ამის შეასახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

” საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როცა შეთანხმება იქნება მიღწეული თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც,” – აცხადებს კალაძე.

კითხვაზე, განიხილება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, კალაძე პასუხობს, რომ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება, თუმცა პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები