LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლული სარალიძის მამა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

44

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს და ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

საქმე ეხება სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის სახლთან. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

„მირზა სუბელიანი აბსოლუტურად ჩართული იყო ამ საქმეში, რასაც ადასტურებს მისი მისვლა-მოსვლა. ადასტურებს ეს ფაქტი, რომ მან იცოდა მკვლელები, სად იყვნენ და დანაშაული დამალა. ეს ვიდეო კადრები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის იმ ჩვენებთან, რომელიც სასამართლო პროცესზე მისცეს.

მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ არავინ ადასტურებდა მირზა სუბელიანის იქ ყოფნას, ადასტურებდნენ, რომ როცა მირზა სუბელიანი მოვიდა უკვე ბავშვები გასული იყვნენ, მაგრამ კადრებში სხვა ეპიზოდია აღწერილი. წესით, იმ დღესვე უნდა დაეკავებინა პროკურატურას და განეხორციელებინა სამართლებრივი დევნა, მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ, რომ არაფერ რეაგირებას არ ახდენენ,“ – აცხადებს ზაზა სარალიძე.

პოპულალურები