LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა

91

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა ხელი მოაწერეს “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

კონვენციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონვენციის მიზანია, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები