LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

34

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდებას დაავალა, მოიძიოს შესაბამისი ნათესავი ან მეურვე, რომელსაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებს გადასცემს.

ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი დღეს რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები