LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელი საწვავის შეძენისას „ჯი-ენერჯის“ ვაუჩერს მიიღებს

81

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო. 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველი 30 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას,  მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს „ჯი-ენერჯის“ვაუჩერს. დაგროვილი ვაუჩერების გადაცვლას კი შეძლებს „ჯი-ენერჯის“ იტალიური წარმოების პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებში.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი აქციის დროს მიღებულ 20 სასაჩუქრე ვაუჩერს მომხმარებელი გაცვლის ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში, 25 ვაუჩერს – ნახევრად სინთეტიკურ ზეთში, 30 ვაუჩერს კი – სინთეტიკურ ზეთში.  მათივე ინფორმაციით, ვაუჩერების გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი „ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში ზეთს შეცვლის უფასოდ. ამას გარდა, თითოეული ვაუჩერი უდრის 1 % ფასდაკლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს 20, 25 ან 30 ცალი ვაუჩერის შეგროვებას. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია არა მხოლოდ„ჯი-ენერჯის“ მომსახურების ცენტრებში, არამედ ავტომომსახურების ქსელ „ვიანორის“ნებისმიერ ფილიალში  მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 20 დეკემბრამდე.

ცნობისთვის, საერთაშორისო ავტომომსახურების ქსელი „ჯი-ენერჯი“საქართველოს ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. „ჯი-ენერჯი“ მსოფლიოს მასშტაბით დღესდღეობით 200-ზე მეტ მომსახურების ცენტრს ფლობს. საქართველოს ბაზარზე ის ამ დროისათვის ორი ავტომომსახურების ცენტრითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიღომში,ბელიაშვილის ქ. #125-სა დადიდუბეში,ხოშარაულის ქ. #30-ში მდებარეობს. კომპანია ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და წლის ბოლომდე  ოთხ ობიექტს გახსნის თბილისა და რეგიონებში. „ჯი-ენერჯის“ მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც იტალიაში, საპორტო  ქალაქ ბარში მდებარეობს წელიწადში 30 000 ტონა 100-ზე მეტი სახეობის პრემიუმ ხარისხის ზეთს და 6000 ტონა საცხებ-საპოხ მასალას აწარმოებს და მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით საშუალებას აძლევს გაუფრთხილდნენ ავტომობილს, შეუნარჩუნონ ძრავს მეტი რესურსი და ცვეთა დაიყვანონ მინიმუმამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები