LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებზე კიდევ უფრო მეტად უნდა გადანაწილდეს დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება – არჩილ თალაკვაძე

82

“მინისტრმა თქვა, რომ ის აქტიურად იქნება ჩართული ამ პროექტთან დაკავშირებულ პროცესში, მე სხვანაირად ვერც წარმომიდგენია თუ მთავრობა და სამინისტრო არ იქნება აქტიური მოკავშირე საინვესტიციო პროექტების, რთული იქნება მათი წარმატებით განხორციელება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკა არის მთავრობის პრიორიტეტი.

“დღეს ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური განაცხადი მთავრობის ახალი შემადგენლობის, რომ პრიორიტეტი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, გადასახადების დაწევასთან ერთად დამატებითი ინსტრუმენტების დამუშავება მათთვის, როგორიც არის საწყის კაპიტალზე და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ასევე, მოვისმინეთ მთავრობის ხედვა და გეგმები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილდეს თითოეულ სოფელში, რაიონში, ქალაქში ლოკალური პრობლემების გადაჭრაზე, რომელსაც მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება საგადასახადო საკითხებს, ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით იყო საუბარი რეფორმებზე და პრიორიტეტები რაც იყო განხილული თანხვედრაშია პარლამენტის მოლოდინებთან, რომ ეკონომიკური ზრდა ერთი მხრივ გაიზარდოს, მეორე მხრივ ეკონომიკურ ზრდაში გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და მათზე კიდევ უფრო მეტად გადანაწილდეს ის დოვლათი რაც იქმნება ქვეყანაში,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები