LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მორფინი არ მომცეს, მე კიდევ ამასობაში ხმა დავკარგე ყვირილისგანო…”

227

დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში, მორფინის შეზღუდვებზე წერს. როგორც ის ამბობს, გაუსაძლისი ტკივილების მქონე პაციენტებს, მორფინს არ აძლევენ და ის მხოლოდ მომაკვდავებისთვისაა განკუთვნილი.

ამ შეზღუდვის შესახებ, ჩუთლაშვილი ერთ მძიმე ისტორიას წერს ქალზე, რომელსაც ლიმფომა ჰქონდა, კუჭსა და ნაწლავებზე წასული მეტასტაზებით. როგორც ის ყვება ამ ქალს ხმა ჩაუწყდა, რადგან ტკივილს ვერაფრით იყუჩებდა და ხმამაღლა ყვიროდა. შემდეგ კი გაუსაძ₾ისი ტკივილების გამო დაიღუპა.

„დედაჩემი იცნობდა ერთ ქალს, რომელიც ახალსოფლის ბაზარში მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა. ეს ქალი ერთხელ ზედიზედ ოთხი თვე არ გამოჩნდა. მერე გამოჩნდა. 50 კილო ჰქონდა დაკლებული. ხმა აღარ ჰქონდა. თურმე ლიმფომა ჰქონია, მეტასტაზებით კუჭსა და ნაწლავებზე და ქიმიოთერაპიას იტარებდა.

ქიმიოთერაპიამდე ისეთი ტკივილები მტანჯავდა, ვიდექი და მარტო ვყვიროდიო, დედაჩემს უთხრა. მორფინი არ მომცეს, რადგან მორფინს მარტო მომაკვდავ პაციენტებს აძლევენ და მე კიდევ ამასობაში ხმა დავკარგე ყვირილისგანო. ხმამაღლა ვყვიროდი, ისეთი ტკივილები მქონდაო.

დედამ 60 ლარის მეორადი ტანსაცმელი გაუსაღა ამ ქალს (ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა ისე, რომ მისთვის ღირსება არ შეელახა და ბოლოს ეს მოიფიქრა). თურმე ქმარი ათიოდე წლის წინ მოჰკვდომოდა. თავი ჩამოიხრჩო ჩემმა ქმარმაო. ერთი შვილიც (გოგო, 23 წლის) სიმსივნემ მომიკლა რამდენიმე წლის წინო. ახლა გამოვმჯობინდი, კარგად ვარო. ქიმიოთერაპიამ მიშველაო.

თუმცა მერე კიდევ აღარ გამოჩნდა რამდენიმე თვის მანძილზე და დედამ რომ იკითხა, უთხრეს, დაიღუპაო. ჩვეულებრივ, გაუსაძლისი ტკივილებით დაიღუპა, რადგან სახელმწიფომ მორფინის გამოყენების უფლება არ მისცა.

წარმოიდგინეთ, მორფინი არსებობს და ეს შავბნელები რელიგიური მოსაზრებების გამო მისი გამოყენების უფლებას არ აძლევენ პაციენტებს. ასე ხოცავენ, აუტანელი ტანჯვით და ტკივილებით“, – წერს დავით ჩუთლაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები