LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტები?

229

ისლამური სახელმწიფოს საფრთხეები მთლიანად ევროპისკენ არის მიმართული, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმის თქმა, რომ საქართველოს მიმართაც არსებობს ანალოგიური საფრთხის რისკები, გადაჭარბებულია.

„ასე ხელაღებით, დარწმუნებით ვერ ვისაუბრებთ ტერორისტული აქტების საფრთხის რისკების არსებობაზე. თუმცა სახელმწიფო სამსახურები მუშაობენ და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის“ – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. როგორც ბოძაშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭო  ინტენსიურად მუშაობს და  ყველა ტიპის საფრთხეს აფასებს.

„მიღებულია საფრთხეების დოკუმენტი, რომლის საჯარო ნაწილი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აპარატი ინტენსიურად, სრული დატვირთვით მუშაობს, მათ შორის ყურადღბის ქვეშ არის როგორ სირიის ტერიტორია და თურქეთი ასევე ევროკავშირი. თუ საფრთხე საქართველოსათვის გარდაუვალი იქნება, საბჭოს სხდომას  მოვიწვევთ“ – განაცხადა ბოძაშვილმა.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებს  სპეციალური ინფორმაციის გაცვლასთან  დაკავშირებით აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით კი იმ პირებზე, რომლებიც ევროპაში მრავლად არიან შემოჭრილები.

„ბოლო ინფორმაციით, 120-ზე მეტი პირია აღმოჩენილი ბელგიის ტერიტორიაზე. აქ საუბარია არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილების უსაფრთხოების გამკაცრებაზე, არამედ,   უკვე ევროპის შიგნით, ალქაედასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების  ბუდეებთან გამკლავებაზე. ამ პრობლემას სჭირდება კომპლექსური მიდგომა“ – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები