LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის გამზირზე ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

100

მოსკოვის გამზირზე ავტომობილი მოსწავლეს დაეჯახა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. უწყების თქმით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მუხლი თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, შემთხვევის ადგილზეა და მიმალვა არ უცდია. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები