LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტივირებული წევრები გვყავს, შემოწირულობისთვის დეპუტატებმა სესხიც აიღეს – გიორგი კანდელაკი

252

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, “ევროპულ საქართველოს” თანხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეწირა, დეპუტატებმა კი მნიშვნელოვანი სესხიც აიღეს.

“ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოტივირებული წევრები გვყავს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, ზოგმა – 500, ზოგმა 1 000 ლარი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე”, – განაცხადა კანდელაკმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში – 92,168.00 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები