LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი

205

სულ ცოტა ხნის წინ, მილიარდერების ქონების მთავარმა ”მაკონტროლებელმა” Forbes-მა, მსოფლიოს 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა.

* ევან შპიგელი, 24 წლის, კაპიტალი: 2,1 მლრდ. დოლარი

ახალაზრდა ყმაწვილმა ტიპიური ამერიკული ოჯახიდან, ახალი თაობის მთავარი ოცნების რეალიზაცია მოახერხა და ისტორიების (ვიდეო, ფოტოები, ტექსტები) გაცვლის მობილური აპლიკაცია Snapchat შექმნა. შპიგელი მხოლოდ 24 წლისაა. მისი კომპანიის კაპიტალი 16 მლრდ. დოლარადაა შეფასებული, კერძო კი – 2 მლრდ-ს აჭარბებს. ფულის მიმართ შპიგელს ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ყველა ახალგაზრდას – ხარჯავს ძვირადღირებულ ავტომობილებზე და სუპერმოდელ მირანდა კერისთან გართობაზე.

ff17f85f2423e7394e10a7c84aa5f9d4f5ace426

* ბობი მერფი, 26 წლის, კაპიტალი: 1,8 მლრდ. დოლარი

ევან შპიგელის პარტნიორი ბობი მერფი ბიზნესის უმსხვილესი თანამფლობელი და მმართველია. მართალია, მერფის ქონება ჯერ ვერ აღწევს 2 მლრდ-ს, მაგრამ Snapchat-ის პოპულარობის სწრაფ ზრდას თუ გავითვალისწინებთ, ნიშნული ძალიან სწრაფად იქნება გადალახული.

5a89ab122dd849e0ea52dabd27d3cce05219acfd

* ლუკას უოლტონი, 30 წლის, კაპიტალი: 10,7 მლრდ. დოლარი

ბიზნეს-იმპერიის Walmart-ის ერთადერთი მემკვიდრე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიარდერია. მართალია, ლუკასი ერიდება საკუთარი ქონების აფიშერებას და პუბლიკაზეც საკმაოდ იშვიათად ჩნდება, მაგრამ ცნობისმოყვარე პაპარაცებმა მაინც დადგენეს, რომ ახალგაზრდა მილიარდერს, რომელსაც ნარჩენების გადამუშავების მცირე ბიზნესიც აქვს, ეკოლოგიის პრობლემებითაა დაინტერესებული და ძალიან უყვარს ლაშქრობა.

da4260dee6ead184d2be52ec2f385d1b448fa8f8

* ხულიო მარიო სანტო-დომინგო III, 31 წლის, კაპიტალი 2,4 მლრდ. დოლარი

ხულიო მარიო სანტო-დომინგო III, რომელიც დღეს ნაკლებადაა დაკავებული ბიზნესით, მთელ დროს ნიუ-იორკის წვეულებებზე ატარებს, სადაც დიჯეის ფუნქციას ასრულებს. ახალგაზრდამ ქონება ბაბუისგან, Bavaria Brewery-ს იმპერიის დამფუძნებლისგან, ხულიო მარიო სანტო-დომინგოსგან მიიღო მემკვიდრეობით.

6bfe96d78eb2a22fa0469c7b1b1bb2c8fcccf79c

* მარკ ცუკერბერგი, 32 წლის კაპიტალი: 55,5 მლრდ. დიოლარი

თავისი მილიარდებით, მარკ ცუკერბერგი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს Forbes-ის რეიტინგის ლიდერის როლში. მართალია, ცუკერბერგს ყველაფრის შეძენა შეუძლია, რასაც მოისურვებს, მაგრამ ის მაინც აგრძელებს მუშაობას ახალ პროექტებზე და არც ქველმოქმედება ავიწყდება.

d1f7008e56749ee3ec43271315950ceeaf4a8d63

* დასტინ მოსკოვიცი, 30 წლის, კაპიტალი: 10,4 მლრდ. დოლარი

მოსკოვიცი ერთ-ერთი იყო, ვინც ცუკერბერგს საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაში დაეხმარა. სწორედ მათ ჩაუშვეს Facebook-ის პირველი ვერსია ჰარვარდის საერთოსაცხოვრებლის პატარა ოთახიდან. 2008 წელს მოსკოვიცმა კომპანია დატოვა და საკუთარი სოფტი Asana შექმნა, რომელმაც მის ავტორს საკმაოდ შთამბეჭდავი შემოსავალი მოუტანა.

* ტომ პერსონი, 30 წლის, კაპიტალი: 3,2 მლრდ. დოლარი

ტომი შვედეთის უმდიდრესი ადამიანის, კორპორაციის H&M-ის შემქმნელის შვილიშვილი და ევროპის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მართალია, ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი უფროსმა პერსონმა 1947 წელს საკმაოდ მცირე კაპიტალით დააარსა, მაგრამ სწრაფად შეძლო გამდიდრება და დღეს მისი ერთადერთი მემკვიდრე 3 მლრდ-იანი ქონების მფლობელია.

tom-persson

* ანტონ კატრეინ-უმცროსი, 30 წლის, კაპიტალი: 1,7 მლრდ. დოლარი

ანტონ კატრეინ-უმცროსი, მობილური კავშირის ოპერატორებისთვის კაბელის, ანტენების და მიმღებების მწარმოებელი კომპანიის Kathrein-Werke-ის გენერალური დირექტორია. პოსტი მან 28 წლის ასაკში ჩაიბარა, ორ წელიწადში კი, მისმა ქონებამ თითქმის 2 მლრდ. დოლარს მიაღწია.

85c34316e98f79aa31f4270ec215569f60bca624

* ელიზაბეთ ჰოლმსი, 31 წლის, კაპიტალი: 4,5 მლრდ. დოლარი

ელიზაბეტ ჰოლმსი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალბატონია, რომელმაც დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას. ჰოლსმა კოლეჯი მიატოვა და 2003 წელს საკუთარი კომპანია Theranos დააარსა. მართალია, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთელი მისი ბიზნესი ”ფეიკი” იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალბატონმა მაინც შეძლო თითქმის 5 მლრდ-იანი კაპიტალის დაგრვება.

a9af4df28b986303bd1f175d3f6288964cf5e626

* ნათან ბლეჩარზიკი, 33 წლის, კაპიტალი: 3,3 მლრდ. დოლარი

ნათან ბლეჩარზიკი Airbnb-ის (მსოფლიო ლიდერი მოგზაურებისთვის საცხოვრებლის არენდის სფეროში) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი ტექნიკური დირექტორია. 2014 წელს კომპანია 10 მლრდ. დოლარად შეფასდა, თანამშრომელთა აქციების გაყიდვის შემდეგ კი, კატიტალმა 13 მლრდ-ს მიაღწია.

d390de759797bcf9506e734305695109ec3d5085

 

პოპულალურები