LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ერთადერთ ქვეყანაში არ გაუგიათ ჯერ, რომ ტრამპმა გაიმარჯვა

99

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 45-ე პრეზიდენტის არჩევა მსოფლიო მედიისთვის ჯერ კიდევ მთავარი განხილვის თემაა.

თუმცა, არსებობს ქვეყანა, სადაც ტრამპის გამარჯვების შესახებ არც კი გაუგიათ. ალბათ არ გაგიკვირდებათ, როდესაც საუბარი ჩრდილოეთ კორეას ეხება.

„ბიბისის“ კორესპონდენტი ფხენიანიდან იუწყება, რომ მოსახლეობამ ამერიკის არჩევნების შედეგების შესახებ არაფერი იცის. აქვე, კრის გრინვეი აღნიშნავს, რომ 2008 წელს ჩრდილოეთ კორეის მედიამ ბარაკ ობამას გამარჯვებიდან 3 დღის შემდეგ აუწყა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას აშშ-ს არჩევნების შედეგები.

კორეაში ყველა ინფორმაცია ყურადღებით იფილტრება და მოსახლეობა იღებს ცნობებს მხოლოდ იმ ამბების შესახებ, რაც ხელისუფლებას სურს, მათ იცოდნენ. თუმცა ტრამპის არჩევა უკვე ძალიან მოძველებული ინფორმაციაა და უცნაურია, რომ მედიას ჩრდ კორეაში ჯერ არ გაუშუქებია.