LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის გზის საპროექტო სამუშაოებს შეისყიდის

101

საქართველოს მთავრობა ჩუმათელეთი-ხევის 12-კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას იწყებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში, ოთხი წლის განმავლობაში, 800 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება.

„12-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის საპროექტო სამუშაოებს შევისყიდით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მის განხორციელებას უკვე იანვარში ვიწყებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები