LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხთარლის საქმის გამოძიებამდე, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსები გათავისუფლდნენ

69

აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებამდე, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის უფროსები გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ საქართველოს შსს-ს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირების გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საქმეზე ნებისმიერი შეკითხვა გამოირიცხოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

“ჩვენ, როგორც უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება

“აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

პოპულალურები