LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუშაობენ ოკუპანტები ორჭოსანის ბაზის მიმდებარედ – რას ამზადებენ, რისთვის ემზადებიან?”

76

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტები მუშაობენ.

ქაცარავას თქმით, არავინ იცის რას საქმიანობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი თქმით, ამაზე მთავრობამ ოფიციალური განმარტებები უნდა მოითხოვოს.

“დღეს ისევ აქტიურად მუშაობენ ოკუპანტები ორჭოსანის ბაზის მიმდებარედ. 
რას ამზადებენ, რისთვის ემზადებიან???
ეს კითხვებია, რომლებზეც მხოლოდ ვერსიები გვაქვს..
ნუთუ არ შეიძლება ოფიციალურად მოთხოვნილ იქნას ახსნა-განმარტებები, ნუთუ არ შეიძლება სამთავრობო დონეზე მოხდეს ღრუსების შეწუხება????როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა(ეს ინფორმაცია მომაწოდეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, ანუ 100% ით დადასტურებულს ვერ ვუწოდებ ამ ინფოს)ორჭოსანის სამხედრო საოკუპაციო ბაზას ჩვენგან მიეწოდება ელ.ენერგია.(ვთხოვ ენერგოპროს ან შესაბამის ორგანოს დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია) თუ ეს ესეა, მაშინ ვკითხულობ – რატომ????რატომ არ ვუქმნით დისკომფორტს ოკუპანტებს ???
გამოვფხიზლდეთ ხალხნო!!!!
ოკუპანტი დიდი ხანია ფხიზლადაა და კარს მომდგარი!!!
მაინცდამაინც სახლში უნდა შემოვიდნენ რომ გავიღვიძოთ????
ვიცი რომ ბევრნი ვართ ვისაც ეს ყოველივე გვაწუხებს და დავდგეთ ერთად, ვაჩვენოთ რუსებს ჩვენი ძალა!!!!”, – წერს ქაცარავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები