LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

25

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია, – ამის შესახებ 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

არასამთავრობოების განცხადებით, გადაწყვეტილება თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.  ”მ. ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და წარმოშობის ქვეყანაში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის რეალისტური შეფასებით. მათ შორის, ტექსტში არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები