LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას – ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში ფარისევლობის სახითაა, უნდა გადალახონ

121
შალვა პაპუაშვილი

„არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ“, – აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ რამდენიმე დომინანტ „არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უნარი, სხვა ორგანიზაცია ჩარეცხოს, გარიყოს და არ მიაკაროს ფონდებს.“

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ სფეროში, რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს, რომელიც სხვა ორგანიზაციებს თრგუნავს:

კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის” წარმომადგენლები, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

„მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში.

რამდენიმე დომინანტი ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, რომ სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს, ამის გამო გარკვეული შიშია სხვა ორგანიზაციებში. სამოქალაქო სექტორის შიგნით, მათ უნდა განიხილონ და გადახედონ ვითარებას.

რაც შეეხება გავლენებს, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, სამ დეპუტატზე იყო ზეწოლა. ვფიქრობ, მისი მოვალეობაა დაინტერესდეს ამ საკითხით, იმ სამ დეპუტატს ჰკითხოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.

„ასეთი რამ, გასული საუკუნის 40-იან წლებში ნაცისტებს არ უკადრებიათ“ – კობახიძის თქმით, „აგენტების“ პროექტს „ოცნების“ რამდენიმე წევრმა მხარი „ფაშისტური კამპანიის“ გამო არ დაუჭირა

არის ეჭვი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებზე.

ამ სამი დეპუტატის ვალდებულებაა დაასახელოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ დაასახელებს ომბუდსმენი, ვინ ახდენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, ვინ არიან ის ორგანიზაციები, თუ ადამიანები.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები