LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი ქემპბელი პოდიუმზე პრინცესა დიანას ფორმაში გამოვიდა

355

გასულ კვირას, 47 წლის ნაომი ქემპბელმა მონაწილეობა მიიღო ბრენდ Off-White-ის ჩვენებაში, რომლის კრეატიული დირექტორის გადაწყვეტილებითაც, კოლექციის თემა პრინცესა დიანას იმიჯი გახდა. ამ გზით დიზაინერმა 20 წლის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილი პრინცესას ხსოვნას პატივი მიაგო.

ნაომი პოდიუმზე პრინცესას არაოფიცილური ვიზუალით გამოვიდა: შორტი, დიდი ზომის ზედა და მხარზე გადადებული პირსახოცი – ასეთ ფორმაში პაპარაცები მას ხშირად ვარჯიშის შემდეგ იღებდნენ.

სხვა ფორმები დიზაინერმა უფრო ზუსტად გაიმეორა, მაგალითად, მან ზუსტად გააცოცხლა პრინცესას თეთრი ზედა შავი პრინტით.

პოდიუმზე ყველა ის ძირითადი ჩაცმულობა მოხვდა, რითიც დიანა საზოგადოებაში გამოჩენილა: სპორტული, კლასიკური, საღამოს და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები