LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნარკომანია – გზა ჯოჯოხეთისკენ” – თეთრი ხმაურის აქციაზე სასულიერო პირები მივიდნენ

73

თბილისში, ვადების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის შეცვლის აქციის პარალელურად სასულიერო პირების ნაწილი კონტრაქციას მართავენ.  ისინი მდუმარე ფორმით ააპროტესტებენ თეთრი ხმაურის მოთხოვნებს.  სასულიერო პირებს უჭირავთ წარწერები: “ნარკომანია – გზა ჯოჯოხეთისკენ”; “ნარკომანია სიკვდილია”; “NO Drugs”.

აქცია – “ხმაური გამარჯვებისთვის” – თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით იმართება. მათ სურთ სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომა შეცვალოს და საქართველოს პარლამენტმა წარდგენილი კანონპროექტი უცვლელი სახით მიიღოს.

შეგახსენებთ, 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, პირს მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები