LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოპოლიტიკაზე მმართველი გუნდის შეჯერებული პოზიცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი

91

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რეფორმა რადიკალური არ იქნება, თუმცა „ფაქტობრივ დეკრიმინალიზაციაზე“ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები პარლამენტმა შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში უკვე მიიღოს.

საბოლოო პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ კვირას იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე ჩამოყალიბდება.

„უდნა მომხდარიყო დეკრიმინალიზაცია, ფაქტობრივად ლეგალიზაციის ტოლფასი. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი და მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი დღეს უკვე მიმდინარეობს ჯანსაღად. არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად პოპულარიზაციით ცდილობდა მიეღწია დეკრიმინალიზაციას, მე ამას არ ვუჭერდი მხარს და ვერასოდეს ვერ დავუჭერ,“-განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძემ.

სამოქალაქო სექტორის კრიტიკას ეხმაურება უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ლევან გოგიჩიშვილი და აცხადებს, რომ პროცესი არ ჭიანურდება. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ ყოფილა და მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება გართულდა.

“ჩვენ არ გვიჭირავს ჯადოსნური ჯოხი, რომ ყველაფერი უცებ გავაკეთოთ,”- აღნიშნავს ლევან გოგიჩაიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით კი, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.

სამოქალაქო სექტორი კი მმართველ გუნდს დროის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„ცვლილებები არ უნდა იყოს მხოლოდ კოსმეტიკური და მხოლოდ იმ სახის, რომ გამოჩნდეს, რომ რაღაცა გააკეთა ხელისუფლებამ და არა სიღრმისეული რეფორმა გაატარა, რომელიც სინამდვილეში გრძელვადიანად უკეთესად იმოქმედებს, მათ შორის ნარკომომხმარებლების და ზოგადად ნარკოდანაშაულის სიტუაციაზე ქვეყანაში,“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

დღესვე ამ თემაზე სპეციალური განცხადების გავრცელებას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გეგმავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა ქვეყანაში ჩავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები