LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია ბიუჯეტზე: 2 წლის განმავლობაში შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

38

სასტუმრო „რადისონში“ თბილისის მერის 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დავით ნარმანია დამსწრე საზოგადოებას 2016 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს აცნობს.

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წლის მთავარი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და გამწვანებითი ღონისძიებები.

„ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი სწორედ, ამ საჭიროებებზე მივმართეთ და ძალა არ დავიშურეთ, რათა გარკვეულწილად მაინც მოგვეგვარებინა არსებული პრობლემები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა წლების მიხედვით ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიუჯეტის შესრულების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„ჩვენ 24 საათიანი შრომით ვცდილობთ თბილისელების ყოველდღიური ცხოვრება გავხადოთ უკეთესი. ყოველი მეორე დღე სჯობდეს წინას და ამას გრძნობდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პოპულალურები