LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაწვიმარზე დასხმული ცხელი ასფალტის ოხშივარი, გაძვირებული ბენზინის წვის სევდა და გაბმული სიგნალის დილის დოზა მივიღეთ”

136

ფეისბუქმომხმარებელი Sky Ken‎ თბილისის მერიის გვერდზე დღეს, კოსტავას ქუჩაზე არსებული საცობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

ის საცობს კოსტავას ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში “ფორტუნასთან” განმარტეს, რომ საცობები ამ მონაკვეთზე სულ არის და ის მიმდინარე სამუშაოებს არ უკავშირდება.

„ალბათ, მოგეხსენებათ როგორი გაუსაძლისია და თითქმის შეუძლებელი, თბილისში გადაადგილება, როგორც პირადი ტრასნპორტით, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნარჩენებით, და დღეს, დილით 09:00 საათზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გზას აგებდით.

მინდა მადლობა გითხრათ ჩემი და კიდევ ათასობით მოქალაქის სახელით, ვინც დღეს იქ გავიარეთ, ნაწვიმარზე დასხმული ცხელი ასფალტის ოხშივარი, სამსახურში დაგვიანების , მომატებული (გაძვირებული ბენზინის) წვის სევდა და გაბმული სიგნალის (რომელიც კანონით აკრძალულია) დილის დოზა მივიღეთ.

ნაწვიმარზე და გუბეებზე ასფალს რომ აგებთ და ახალი დაგებულ ასფალტი რომ ძველზე უარესია, იმედია მოგეხსენებათ 🙂

გისურვებთ საცობში გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება და წინ თქვენივე ტექდათვალიერება გავლილი ყვითელი ავტობუსები გხროლავდნენ.

Kakha Kaladze კახა კალაძე ისევ ავტოგოლები სჯობდა“ – Sky Ken‎.

 

როდის დასრულდება კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები უცნობია. “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, რომ კომპანიებმა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა მოითხოვეს.

 

პოპულალურები