LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI -ის კვლების თანახმად, პოლიტიკოსთა რეიტინგში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით სერგეენკოს აქვს

64

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოს მიმართ, უარყოფითი 6%-ს, არც დადებითი არც უარყოფითი 33%-ს.

დავით ბაქრაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 34%-ს, ურყოფითი – 18%-ს, არც დადებითი, არც უარყოფით -36-ს%

თეა წულუკიანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 31%-ს, უარყოფით 19%-ს, არც დადებითი არც უარყოფითი-39%-ს.

ლევან იზორიას მიმართ გამოკითხულთა 22%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს, ლევან იზორიას 10% უარყოფითად აფასებს, 42% არც დადებითად არც უარყოფითად.

გიორგი გახარიას 21% დადებითად აფასებს , 7% უარყოფითად. 23%-ს არ სმენია, ვინ არის შს მინისტრი.

გრიგოლ ვაშაძეს დადებითად აფასებს 21%, უარყოფითად აფასებს 15%, 37% არც დადებითად არც უარყოფითად.

ნიკა მელიას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 18%, უარყოფითად 37%, 32 პროცენტს კი არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

მიხეილ ჯანელიძეს დადებითად აფასებს 17%, 9% – უარყოფითად.

გიგი უგულავას დადებითად აფასებს 17%, 34% კი უარყოფითად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდილილების ზღვარი +/-2,2% პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები