LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძისთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო მოდელი “რომლის შენარჩუნებას “ქართული ოცნება” ცდილობს

40

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის საარჩევნო მოდელი, რომლის შენარჩუნებასა და შემოტანას ცდილობს „ქართული ოცნება“ – ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებს.დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა ინტერპარტიული ჯგუფის ის აქტივობები,რომლებიც ეხება ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო გარემოს შეცვლას.

„დღეს ეს ჯგუფი ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას წარუდგენს იმ წინადადებებს, რომელიც შეიმუშავა პრაქტიუკულად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. პრობლემა იმაშია, რომ  ეს შემუშავებული დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც გვთავაზობს  „ქართული ოცნება“
მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ის საარჩევნო მოდელი, რომლის შენარჩუნებასა და შემოტანას ცდილობს „ქართული ოცნება“. ამ მოდელის ამოცანაა არა საარჩევნო გარემოს გაუჯობესება, არამედ სამთავრობო გუნდის ნებისიმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენა.

„საზოგადოებისთვის მიუღებელია, რომ ყველა გადაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატი, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ წაიღოს. მიუღებელია პოლიტიკური პარტიების განადგურების მიზნით საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. ასევე აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა ოპოზიციური პარტიისათვის პრეზიდენტის არჩევის ის მოდელი, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის ინსტიტუტის არა დასუსტება, არამდე გაძლიერება არის საჭირო, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა აქვს სურვილი, რომ ქვეყნაში დემოკრატიული პროცესები ნორმალურად წარიმართოს. საზოგადოება სამართლიან საარჩევნო გარემოს ითხოვს და არა „ოცნებაზე“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე მორგებულ კანონმდებლობას“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ მიდის არა დემოკრატიის,არამედ პირიქით ქვეყნის ავტორატარიზმისკენ. ამიტომ მე ვერ ვხედავ ჩვენი საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის აზრს. რადენადაც ვიცი ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიაც იგივე განწყობების მომხრეა.

„ ჯერჯერობით ჩვენ კიდევ ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ გადმოდგმულ ნაბიჯებს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა საკონტიტუციო კომისიაში ოპოზიციური პარტიების ყოფნას აზრი არ ექნება, ასევე აზრს დაკარგავს ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მივდივართ არა დემოკრატიის არამედ ავტორიტარიზმისაკენ.“ – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები