LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა

42

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა – ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან  შეხვედრა  უზენაეს სასამართლოში გაიმართა. დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას  ესწრებოდნენ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც, რომელნიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.

 

“2017 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ“, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები