LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 ხმით, არცერთის წინააღმდეგ – ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა

95
BeFunky-collage (1)

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკითხის განხილვის გადადების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას კენჭი უყარა.

82 ხმით, არცერთის წინააღმდეგ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, 10 წლის ვადით აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე  გაიმართა ნინო ქადაგიძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის რეჟიმის გამო საპარლამენტო ოპოზიცია –  “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები არ დასწრებიან.

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი განხილვის გადადება მოითხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები