LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გვენეტაძის გადადგომა ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის – სულხან სალაძე

254

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას მესამე სექტორში ეხმაურებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა უზენაესი სასამართლოს მიერ ციანიდის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მოკლე დროში მოხდა.

5 თვიანი განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარი თქვა.

„ის, რომ დროში, ეს ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის და პრაქტიკულად, მეორე დღეს ხდება ამის გაცხადება, ეს ბუნებრივად აღძრავს კითხვებს,“ – აცხადებს სულხან სალაძე.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა შესაძლოა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„შეიძლება ამან გვაჩვენოს მორიგი რაუნდი პრეზიდენტს და პარლამენტს შორის დაპირისპირების. თუ პრეზიდენტმა, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესია, წარუდგინა კანდიდატი, რას იტყვის პარლამენტი, უბრალოდ, არ შეიტანს დღის წესრიგში, არ იმსჯელებს, თუ იმსჯელებს, დააყენებს საკითხს კენჭისყრაზე და არ დაუჭერს ან დაუჭერს მხარს. ამას ყველა შემთხვევაში ვნახავთ, ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმისთვის, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს ეს ადგილი გამზადებული,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები