LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო (ფოტოები)

333

წლების წინ, როცა ნინო ქათამაძემ „სამეფო უბნის თეატრში“ „ინსაითთან“ ერთად კონცერტი გამართა, მისი იმიჯი იმისგან სრულიად განსხვავებული გახლდათ, როგორსაც მომღერალს ახლა ვიცნობთ. პოპულარობა იმ დროიდან მოიპოვა, „ახ, ტურფაც, ტურფავ“, „სულიკო“ და სხვა სიმღერები მისი შესრულებით და ამ სიმღერების მისეული ვერსიები დღემდე ინარჩუნებს ქართველი მსმენელის სიყვარულს.

მაშინ ნინო ჩაცმასა და ვარცხნილობის მოწესრიგებას ყურადღებას არ უთმობდა. შემდეგ თანამშრომლობა დაიწყო პროდიუსერ ირაკლი ნადარეიშვილთან და ვიხილეთ სრულიად იმიჯშეცვლილი ნინო, იმ ფერადი, ფართო და ორიგინალური კაბებით, როგორსაც დღესაც იცვამს და ნაწნავით თავზე, რაც მისი ერთგვარი საფირმო ნიშანი გახდა, ასევე მაკიაჟით, რომელიც ძალიან უხდება.

ბოლოდროინდელი ფოტოებიდან და ვიდეოებიდან კარგად ჩანს, რომ მომღერალმა წონაშიც საგრძნობლად დაიკლო. ახლახან მოსკოვური კონცერტის რეპეტიციიდან ვიდეო გავრცელდა, სადაც შემსრულებელს შავი ზედა და ამავე ფერის მოტკეცილი შარვალია აცვია და წონის კლებაც აშკარად ეტყობა. ბოლოდროინდელი ფოტოებიდანაც ნათელი გახლავთ, რომ მისი ფორმები შეცვლილია.

გახდომამდე…

გახდომის შემდეგ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები