LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი სექსუალური შევიწროების ბრალდებების შემდეგ გადადგა

72

სექსუალური შევიწროების და ფიზიკური ძალადობის ბრალდებების შემდეგ, ნიუ იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ შნეიდერმანმა თანამდებობა დატოვა. მას ბრალს ოთხი ქალი სდებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

შნეიდერმანს გენერალური პროკურორის თანამდებობა 2010 წლიდან მოყოლებული ეკავა. ის ახლა ხელმეორედ არჩევისთვის ემზადებოდა.

ნიუ იორკის “დემოკრატი” პროკურორი ბრალდებებს აქამდე უარყოფდა. ის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული საყოველთაო მოძრაობის “მეც” (MeToo) ერთ-ერთ აქტიურ პროპონენტად ითვლებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები