LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამამ ბაიდენი ცრემლებამდე მიიყვანა – უმაღლესი ჯილდო პრეზიდენტისგან ვიცე-პრეზიდენტს

38

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის უმაღლესო სამოქალაქო ჯილდოთი,  თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბაიდენისთვის მოულოდნელი იყო. 

დაჯილდოების ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა, ობამამ ბაიდენს აშშ-ს ისტორიაში საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი უწოდა.

ამასთან, ბარაკ ობამამ იხუმრა, რომ „ინტერნეტმომხმარებლებს ბოლო საშუალებას მისცემს, მათ მამაკაცურ მეგობრობაზე იხუმრონ“.

ბაიდენი ცრემლებამდე მიიყვანა პრეზიდენტის ჯილდომ და განაცხადა, რომ მას ცხოვრებაში მიეცა უნიკალური საშუალება, ყოფილიყო არაჩვეულებრივი ადამიანის თანამებრძოლი.

ობამასა და ბაიდენს უფლებამოსილება 20 იანვარს ეწურებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები