LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური ჩემპიონის, მოფარიკავე ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვეს

255

ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის, ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვულია. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. მძარცველებმა საფლავიდან მოფარიკავის ბრინჯაოს ბიუსტი წაიღეს. დარბეული საფლავის ფოტოებს სოციალურ ქსელში ვლადიმერ აფციაურის შვილი, ნათია აფციაური ავრცელებს. მისი ინფორმაციით, პოლიცია მიმდებარე ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ს 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური 2012 წელს, 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები