LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

98

ქალაქ ონში გაზიცირების სამუშაოები დასრულებულია.

ონის სრული გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში 38562მ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი აშენდა. სამუშაოები საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ღირებულებამ 2 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა.

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ონში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ონის გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს ონში მცხოვრები 1 855 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.
ქალაქ ონის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #153-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები