LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის განცხადებით, სომხეთში, „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებენ

45

სომხეთის ოპოზიცია ერევანში საპროტესტო გამოსვლებს აგრძელებს. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩის ბლოკირება და მოძრაობის პარალიზება სცადეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს არა მხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც“, – განაცხადა მომიტინგეთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით სანასარიანმა.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები