LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მოსმენით მოსემ მიიღო 10 მცნება, მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი – გიორგი მარგველაშვილი

48

“ორი მოსმენით მოსემ მიიღო 10 მცნება, მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეს ამბავი,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უფროსკლასელებსა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საუბრის ძირითადი თემა კონსტიტუციის მნიშვნელობას და მის შექმნაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ეხებოდა.

პრეზიდენტისთვის მიუღებელია, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა არ იყო და ქვეყნის მთავარ კანონზე გადაწყვეტილება “ჩაკეტილ კარს მიღმა” მიიღეს.

„არ ვეთანხმები პროცესს, ეს კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანისაა და ის ფორმა, რაც ამ პროცესმა მიიღო, მიუღებელია. ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობა, მერე რა, რომ ამ ჩაკეტილ კარს მიღმა ჭკვიანი იურისტები და კონსტიტუციონალისტები მუშაობდნენ. კონსტიტუცია ხომ თითოეული მოქალაქისაა. ღმერთმა მე მომცა თავისუფლება და არა ვიღაც კონსტიტუციონალისტს. შესაბამისად, ის ჩემს თავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს და მთავარ დოკუმენტს წერს, მეც უნდა ჩამრთოს ამ პროცესში. მერე უცებ მოხდა ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უსწრაფესად მიღება,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს კონსტიტუციასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პოკერის თამაშს ჰგავს, რადგან პოლიტიკოსები ერთმანეთს რაღაცებს უცხადებენ, ხოლო საზოგადოება ამ პროცესში კვლავ არ არის ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები