LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული მარიონ კოტიარი ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა

271

უახლოეს მომავალში 41 წლის მარიონ კოტიარი დედა მეორედ გახდება. ორსულობა ვარსკვლავს აქტიურ ცხოვრებაში  ხელს არ უშლის და ის ამა თუ იმ ღონისძიებაზე ხშირად ჩნდება. გუშინ, მსახიობი მეუღლესთან, გიომ კანესთან ერთად ახალი ფილმის „როკ-ენ-როლის“ პრემიერას პარიზში დაესწრო.

ვარსკვლავური წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა, ისინი სიამოვნებით პოზირებდნენ კამერების წინ. წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად მარიონმა მუქი ფერის ვიწრო შარვალი და მაქმანებიანი ზედა შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ ფილმში, რომლის რეჟისორიც თავად კანეა, ცოლ-ქმარი ერთად მონაწილეობს. პროექტში პარტნიორობას მათ ფანი არდანი, ჟილ ლელუში და სხვა მსახიობები უწევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები