LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ კახიძე : პარტიის ყრილობის ლეგიტიმურობა საფრთხის წინაშე დგას

58

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი ამჟამად საფრთხის წინაშე დგას.
„საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ყრილობას უნდა განესაზღვრა. თუმცა, ბოიკოტის გამო ასეთი რამ ვერ მოხდა. სერიოზული იურიდიული ხარვეზები იკვეთება ამ მხრივ. ვერ გეტყვით, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს თუ სამართლებრივი საკითხები ვერ მოგვარდება. მაშინ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუ რამდენად ცნობენ იმ შედეგებს, რომელსაც ყრილობა დადებს. ამ ეტაპზე ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომელიც გასაწერი იყო, არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ბოიკოტის გამო ჩაიშალა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები