LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე იანვარში აღარ დაიკითხება – ადვოკატი

112

„პაატა ბურჭულაძე 2018 წლის 8 იანვარს აღარ დაიკითხება,“ – ამის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, „ფორტუნას“ განუცხადა.

ბარათაშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძე  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე იყო დაბარებული. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო ბურჭულაძეს მოწმის სახით დამოუკიდებლად კი არ იბარებდა, არამედ გამომძიებელი მიმართავდა მას და ამის შემდეგ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას საკითხის შესახებ.

„დაახლოებით 10 დღის წინ მივმართეთ პროკურატურას განცხადებით, სადაც ვუთითებდით, რომ ბატონი პაატა მზად იყო, 2018 წლის 8 იანვარს თბილისში ჩამოსულიყო და წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, რათა მიეცა ჩვენება მოწმის სახით დაკითხვისას. ვთხოვდით გამომძიებელს, რომ უზრუნველეყო პროცედურები, რომლებიც ბატონი პაატას შეუფერხებელ დაკითხვას განახორციელებდა. ასევე, ვუთითებდით, რომ თუ არ შედგებოდა ეს დაკითხვა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს შემდგომი ჩამოსვლა შეეძლო მხოლოდ 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში. გუშინწინ ვესაუბრე გამომძიებელს, რომელმაც გვითხრა, რომ 8 იანვარს ბატონი პაატა არ დაიკითხება, ვინაიდან გამომძიებელი თავად გადის შვებულებაში, შესაბამისად, როდის დაიკითხება პაატა ბურჭულაძე, უცნობია,“ – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ბარათაშვილის თქმით, დაკითხვის სავარაუდო თარიღი შესაძლოა, იყოს თებერვლის შუა რიცხვეი, თუმცა ეს თარიღი დაზუსტებული არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები