LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავანანას“ წინააღმდეგ ნეგატიურ აზრს აყალიბებენ – ადვოკატი

109

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ არის მცდელობა, პაატა ბურჭულაძისა და ფონდ „იავანანას“ წინააღმდეგ ჩამოყალიბდეს ნეგატიური აზრი, რა მიზნითაც გამოძიების მასალები ე.წ. შავი პიარის გამავრცელებლებს მიეწოდებათ.

საქმე ეხება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის, მიერ ბოლო დროს მედიაში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ დიდუბეში, სააკაშვილის მთავრობისგან საქველმოქმედო მიზნებისთვის 1000 დოლარად გადაცემული 4000 კვ.მ. შენობა პაატა ბურჭულაძემ საკუთარ საქმეს მოახმარა.

იოსებ ბარათაშვილის განცხადებით, უნდა გაირკვეს, რას ემსახურება მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის განცხადებები, როგორ მიუწვდება მას და ზოგიერთ სხვა პირს ხელი ამ მასალებზე და ვინ დგას ყოველივე ამის უკან.

ქვეყნდება წერილები, კეთდება ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც გაყალბებულ ინფორმაციას შეიცავს და უკიდურესი სიძულვილით არის გაჟღენთილი. ყველაფერი ეს თავისი შინაარსითა და სულისკვეთებით მახსენებს მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დევნას მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების წინააღმდეგ, როდესაც .. „საზოგადოების წარმომადგენლებიმათ ხალხის მტრობაში ამხელდნენ და მოითხოვდნენ ამ ადამიანების განადგურებას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პუბლიკაციის ავტორებს არ მიუმართავთ ფონდ ,,იავნანასხელმძღვანელებისათვის მათთვის საინტერესო რომელიმე საკითხის გასარკვევად. აქედან გამომდინარე, შეკითხვა, რომელიც ამ პუბლიკაციებიდან ჩნდება არის ის, თუ საიდან იღებს ეს ხალხი ამ ინფორმაციას,“ – განაცხადა იოსებ ბარათაშვილმა.

ადვოკატი უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს პროკურატურას, თუ რატომ და რა გზით მიუწვდებათ საგამოძიებო მასალებზე ხელი ამ ადამიანებს, რომლებსაც კანონით არ უნდა მიუწვდებოდეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები