LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მომდევნო სესიაზე”მოსმენების შესახებ” კანონპროექტს მიიღებს

30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მომდევნო სესიაზე .. მოსმენების შესახებ კანონპროექტს მიიღებს. ირაკლი კობახიძემ მზადყოფნა გამოთქვა, ცვლილებები აღნიშნულ კანონპროექტში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდეს.

„უახლოეს მომავალში დაიწყება მსჯელობა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მომდევნო სესიაზე უკვე მივიღოთ კანონპროექტი მოსმენების შესახებ. მთავარია, რომ ჩავრთოთ ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევჯერდებით საბოლოო ჯამში კონსენსუსზე. ბევრი დეტალია დაკავშირებული იმ სისტემასთან, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს. ამ ყველაფერზე კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც შედგება სიღრმისეული მსჯელობა სხვადასხვა შესაძლო მოდელთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები