LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე ძირითადი საქმე დაუსახა და ყველა შესრულებულია – კობახიძე

36

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე ძირითადი საქმე დაუსახა და ყველა შესრულებულია, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

”დაახლოებით 4 თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტიტუციური კანონის პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე შედის ცვლილებები როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით ქვეყნის ძირითად კანონში. პარლამენტმა კომისიას ორი ძირითადი საქმე დაუსახა – ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის, გვაქვს მთელი რიგი ნორმები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის განსაკუთრებით ხელისუფლების განაწილების პრინციპს. ეს დასკვნა არის ხაზგასმით გამოყოფილი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს დადო ამ ორგანომ. მეორე ამოცანაა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სრულყოფილ განვითარებას. ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებული კომისიის მიერ. გარდა ამ ორი ამოცანისა, კიდევ ერთ ამოცანას გამოვყოფდი, ეს არის კონსტიტუციის ტექნიკური დახვეწა. კონსტიტუცია უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამ ამოცანას მოქმედი დოკუმენტი არ ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს უამრავი ტექნიკური ხარვეზიც, მათ შორის გრამატიკულიც. მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, იმდენად არეული იყო სტრუქტურა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები