LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებულია

42

პარლამენტში „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, რომლის მიზნად ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერება და მათი პროფესიული გარანტიების გაზრდა სახელდება.  საკანონმდებლო პაკეტის ავტორები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე, არიან, ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.

ავტორების განმარტებით, „ადვოკატთა შესახებ“ კანონი 2001 წელს მიიღეს და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რის გამოც კანონი ადვოკატთა საქმიანობის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, საადვოკატო საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტით რეგულირების მიზნით, კანონში არსებულ ჩამონათვალს შემდეგი პრინციპები ემატება: სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების პატივისცემა, პროფესიული კომპეტენტურობა, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა.v

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები