LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

66

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. მთავრობის წევრების მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები არიან შეკრებილი. ისინი პარლამენტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ისმის საყვირების და სასტვენების ხმა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

საფინანსო კომპანიის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით დაკავებულები არიან მერაბ ფერაძე და თამაზ ლობჟანიძე, ბრალდებული თამარ მეტრეველი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საფინანსო კომპანიას 2700-მდე მომჩივანი ჰყავს. სადავო თანხა 30 მილიონ დოლარს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები