LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატარა რომ ვიყავი, მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა, მაგრამ როცა გჯერა, მიაღწევ” – კალაძე

41

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „როცარაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია“.

ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კალაძემ საფეხბურთო და პოლიტიკური კარიერიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა.

„როდესაც ენერგეტიკის მინისტრად წარმადგინეს, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა ამ გადაწყვეტილებას. მე არ მეთაკილება ამაზე საუბარი და ღიად ვამბობ, დავიწყე ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდთან ერთად და შევძელით ის, რაც შევძელით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო 2011 წელი, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოვსულიყავი. რა თქმა უნდა, არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას არჩევნების გზით. მაშინ ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. მინდა ასევე გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მითხრეს წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო, ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, არის იმ დაუღალავი შრომის და ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები