LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსია და სოციალური დახმარება 20 ლარით იზრდება

113

2019 წლის პირველი იანვრიდან საბაზო პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. პენსიის ზრდას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, გარდა პენსიისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 20 ლარით მოიმატებს კომპენსაცია (იმ შემთხვევაში თუ პირი 560 ლარზე ნაკლებს იღებს) და სოციალური დახმარებაც.

ბიუჯეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 684.2 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 1 925.0 მლნ ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა 2019 წლის პირველი იანვრიდან”.

საქართველოში პენსია ბოლოს, 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა. 2017 წელს კი ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ პენსიის გაზრდა არც 2018 წლის ბიუჯეტში იქნებოდა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, საკუთარ პენსიას, თავადვე დააფინანსებენ. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები